вторник, 20 октября 2009 г.

მიყვარს ოთხშაბათი ...

კარგად თუ ავად, გაზეთის ახალი ნომერი ოთხშაბათს გამოდის და ნერვებდაწყნარებული ვარ:)
ასე მგონია ტვირთი, რომელსაც გუშინ ვატარებდი სადღაც ჩამოვდე და შესვენების საშუალება მაქვს, რომ მერე გზა უფრო ენერგიულმა, დასვენებულმა და უბრალოდ ახალი იდეებით გავაგრძელო...
სიახლეები ალბათ ყველა ადამიანს უყვარს. მათ შორის მეც.
ნიუსრუმში დიდი გადალაგ-გადმოლაგება მოხდა. მაგრამ ცვლილებების მიუხედავად ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ისევ ჩემს საყვარელ ადგილას, ისევ ჩემს კომპიუტერთან ისევ იმ თემებზე ვიმუშავებ რაზეც აქამდე ვწერდი... 


ერთ რამეს მივხვდი ამ ბოლოს...
კარგ ხასიათზე ვარ და ბედნიერი თუ რაიმე ფაქტის შესახებ პირველმა მე გავიგე:)  

მგონიჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ესაა და განსაკუთრებული ამაში არაფერია, მაგრამ... 

ნუ ეს ამბავი ჩემი ინტერესის სფერო  უნდა იყოს...თუ არადა ჩემს კოლეგებს სიამოვნებით მივაწვდი იდეას:)
   
სამშაბათია... ერთი ორი საათი და ოთხშაბათიც დაიწყება...ჩემი გვერდი უკვე ამობეჭდილია...მაგრამ ისევ რედაქციაში ვზივარ... ასე მგონია აქ ყოფნით გაზეთს რაღაცაში ვეხმარები:) სინამდვილეში  ჯერ იყოდა დესტოპი დავალაგე, მერე სხვისი ბლოგები წავიკითხე და ახლა ჩემსასაც შემოვუხედე და ვწერ:) 

ერთ რამეს მივხვდი;

ბლოგზე წერა მეზარება...

არვიცი რატომ...

  როცა ბლოგზე  წერის ხასიათზე ვარ, დრო არ მაქვს...

ხან კომპი....

ხან ყველაფერია და სურვილი არა ...

მოკლედ მიზეზები დაუსრულებელია:) 

არადა რამდენი დღიური მაქვს დღემდე შენახული; დღე არ გავიდოდა რაიმე  ამბავი არ მომეყოლა  ჩემი წიპუნიასთვის, ეს წიპუნია ჩემი მოგონილი სახელი იყო, სინამდვილეში როცა დღიურში ამბავს ვწერდი რაიმეს შესახებ ვიცოდი წარმოდგენაში რომ ამას ვინმე წიპუნიას ვუყვებოდი:)  :) :)

როცა პირველად ~ბათუმელებში~ მოვედი ერთი ადგილი მომწონდა განსაკუთრებით, მაშინ ამ ადგილას სხვა იჯდა.

უკვე 2 წელია ამ ადგილას მე ვზივარ და არ მეგულება ორსართულიან რედაქციაში, ამაზე უკეთესი ადგილი არსად:) 

ps.იმის თქმა მინდოდა რომ ეს იდეა ან ნანა კვაჭაძეს მოვპარე:) ან ნათია კოპალიანს, მე ორთავეს ბლოგზე მაქვს ნანახი და იმ ორს შორის ვინ ვის მოპარა არ ვიცი:))))


ფოტოები canon–ის აპარატით გადავიღე, რომლის ობიექტივი სინამდვილეში 200 დან სამას მეტრში იღებს ფოტოებს, რადგანაც კადრში ყველაფერი ერთად ვერ ჩავატიე:)  ამიტომ ნაწილ–ნაწილ  გადავირე:) 

понедельник, 12 октября 2009 г.

დაიფიცე...



ხელი მომეცი და დაიფიცე

დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები - დამიჭერ,

თუ გავბრაზდები - მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,  

დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, 
  როცა შენი გაგონება მომინდება.  
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.  
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.  
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, 
  ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.  
დაიფიცე, რომ თუ სიცხე მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.  
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.  
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.  
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.  
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ  
  ფეხებს გუბეებში. 
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის, 
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.  

  დაიფიცე, რა...

 

ps- ეს ლექსი არ ვიცი ვისია, უბრალოდ მომწონს:) ვინ მომწერა არც ის მახსოვს