среда, 30 сентября 2009 г.

საიას იურისტის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ

სტატიას ვგეგმავდი, ფაქტებს ვიძიებდი თუ ვწერდი… ეჭვს შევიტანდი რაიმე სამართლებრივ საკითხში, ნებისმიერ დროს გენოს ვურეკავდი... მიჭირს დავიჯერო, რომ აღარაა...

ერთხელ სტატია მოვამზადე, რამდენიმე იურისტი მყავდა ჩაწერილი, მათ შორის გენო. რედაქტორმა ადვოკატების ფოტოები მომთხოვა, გენოს ფოტო არ მქონდა, დავურეკე და ვთხოვე,  მისი ფოტოს მაილით  გამოგზავნა. ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა ჩემს ფოტოებში რაც ყველაზე უკეთესი ავარჩიე და აი იმას გიგზავნიო. აი ეს ფოტო გამომიგზავნა. მაშინ ეს ფოტო გაზეთში ვერ  დავბეჭდე...

ახლა კი

ვიცი ძალიან მოსწონდა ეს ფოტო :( 

26 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ხაშურში ავტოკატასტროფა მოხდა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გენო ქარცივაძე და მისი მეგობარი ზვიად სურმანიძე თბილისში მოსამართლის გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ. მათთან ერთად გენოს თანამშრომელი გია და მეოთხეკლასელი გოგონა _ გენოს ბიძაშვილი მგზავრობდნენ. 


ავტოავარიის შემდეგ გენოს თავად გამოუძახებია საპატრულო პოლიცია. ავტომანქანიდან ბავშვიც მას ამოუყვანია. ~ნაკაწრიც არ ჰქონდა, დადიოდა, ხაშურის საავადმყოფოში მისული მეგობრებს ამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა… ორი საათის შემდეგ მოულოდნელად სუნთქვა შეეკრა და გაითიშა… გარდაცვლილს ექსპერტიზა გორის პროზექტურაში ჩაუტარდა. ექსპერტმა დაადგინა, რომ თავში სისხლი ჩაექცა~.

გიული ხიმშიაშვილი (საია): ~რვა თვეა გენოს თანაშემწედ ვმუშაობ. საკუთარი პროფესიისა და საქმის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. თუ ხედავდა, რომ რამე არასწორად კეთდებოდა, კრიტიკული აზრის გამოთქმას არ ერიდებოდა. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მეგობრული იყო…~
რამინ გვარიშვილი (იურისტი): ~საუკეთესო მეგობარი და პროფესიონალი იურისტი იყო…~
გენო გელაძე, (იურისტი): ~მიმაჩნია, რომ საქართველომ და განსაკუთრებით აჭარის რეგიონმა, სერიოზული იურისტი დაკარგა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით მქონდა გენოსთან ურთიერთობა. იგი ნამდვილი პროფესიონალი იყო~. 
ედიშერ მახარაძე (იურისტი): ~ჩემი სტუდენტი იყო. 25 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი იურისტი. უკეთილშობილესი ადამიანი და ნამდვილი ქართველი~. 
თინათინ ჭკუასელი, (ტელეკომპანია 25) : ~ყოველთვის მზად იყო რჩევები მოეცა ჩვენთვის ან კომენტარი გაეკეთებინა. ჩვენი ტელევიზიისთვის გენო ქარცივაძე საიმედო რესპონდენტი იყო, თავშეკავებული და გაწონასწორებული~. 
ლადო მგალობლიშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში: ~თავმდაბალი პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი იყო…~
ნინო ტავლალაშვილი (საია): ~ძალიან ჭკვიანი და მიზანმიმართული იყო. პირველივე ლექციიდან დამამახსოვრა თავი… თანამშრომლობის გარდა მასთან მეგობრობა მაკავშირებდა. ერთი წყენაც არ მახსენდება მისგან… ~





пятница, 25 сентября 2009 г.

ტვინიდან ვერ გშლი...



ტყე...
შენი ტანივით თხელი...
უფრო ფიჭვები,
აქა–იქ ნაძვი.

შენ რომ დაგიწერე,
ის ლექსი დავწვი...

დავხიე შენი ყველა ფოტო...

ტვინიდან ვერ გშლი...

დღეს არა...
ხვალე,
უეჭველად ჭკუიდან შემშლი...

ახლაც ფიჭვებზე ტკივილების მომინდა ათლა...

დღეს უშენობის მეორე წლის დავიწყე ათვლა..


ის დღე იყო გაზაფხული...

სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით...
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული...
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო... გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...

უცნობი ლექსები

გამოდი კაბიდან,
გამოდი თმებიდან,
დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.
დღეს ჩამოვიხსენი
სიმძიმე მხრებიდან
და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის.
გამოდი სულიდან,
გამოდი წვიმაში,
პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.
ჩაწექი შიშველი
მხურვალე სილაში,
მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.
გამოდი და ისე
თამამად მიყურე,
მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.
სარკიდან გამოჭრილ
ალესილ ფიგურებს
შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.
გამოდი და მზეზე
გული დაასვენე,
სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი.
ესპანურ კანტატას
მღერიან მასები
და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.
გამოდი, სისხლივით
ჩქარია კორიდა,
გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს.
გამოდი, დაჭრილი 
მოვედი ომიდან
და შენს თავს ვიბრუნებ.



შეხვედრა

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი 
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ 
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით 
და დაგაძინებ. 
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით 
მყუდრო ნაპირზე 
ამოვა მზე და ერთი შეხედვით 
გამოგაღვიძებ.

ქუჩაა,
ღამე
და ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ,
მსურდეს და უთუოდ
სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე,
რა მინდა
საერთოდ.

გელოდე იმდენხანს,
კინაღამ მივღამდი,
ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს
სიცივე,
საათებს მოვხსენი
სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი,
უშენოდ ვიცინე.

ფაქტია არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერაზე ნაკლებად,
ჩერდება
დროება და უნდა
იწამო –
მიყვარხარ!
ახლა კი ავტობუსს გავყვები


მთვარესთან საკეკლუცოდ გამოსულა

ცაზე ვარსკვლავების დასი,

მინდა,რომ შევსვა სადღეგრძელო

ღვინით ამივსეთ თასი.

მარტის პირველ დღეებს გაუმარჯოს

ხასიათი რომ აქვს ქალის,

მთის იმ თეთრ მწვერვალებს გაუმარჯოს

ნამად რომ იქცევა ბარის.

ბალახის ღეროებს ამწვანებულს

რიჟრაჟზე რომ აწევს ცვარი,

მორცხვად ყელშეღერილ ყოჩივარდებს

თვალს რომ შეგავლებენ წამით.

ტოროლას გალობას განთიადზე

სიყვარულს რომ აქსოვს ხმაში,

თევზების მაცდურ ტანის რხევას

მდუმარედ გიხმობენ ზღვაში.

ქალის მოშიშვლებულ გულმკერდს ათქვირებულს

ჟრუანტელს რომ გგვრის ტანში,

მზენაქსოვ დალალებს,მხრებზე დაყრილს,

რომ ეწეწება ქარში.

ლამაზი ღამეების გიჟურ თევას

სინათლე რომ ახლავს მთვარის,

მოდით იმ გაზაფხულს გაუმარჯოს

სურნელი რომ უდის ქალის.  


*** **** **** 
ღამემ სიზმარი მომიქსოვა ისეთი თბილი,

როგორც მიქსოვდა შალის წინდას ბებია წინათ.

როცა გიხილე შენ იყავი ბავშვივით ჩვილი

და შემიყვარდი მეც პატარა ბავშვივით წმინდად.

ციდან ეშვება ვარსკვლავების ციმციმა ფიფქი

და ჩემს მახლობლად პოულობენ პატარა ბინას,

ზღაპრულ ორკესტრთან სიყვარულის იმღერეს ჰიმნი

და ამ ჰანგებში ჩამეძინა მეც უფრო მშვიდად.

უშენოდ ზეცას შემოაწვა მწუხრი და ბინდი,

მარტო ვიყავი და ჩემს გულში წვიმდა და წვიმდა,

ეხლა კი როცა მოგიპოვე ვფიქრობ და მივხვდი,

რომ შენთან ერთად ჯოჯოხეთში ცხოვრებაც მინდა.

ღამემ საბანი შემიკერა ისეთი თბილი

მოხუც ბებიამ,რომ იცოდა დიდი ხნის წინათ.


четверг, 24 сентября 2009 г.

არ მესმის, არა!

მართლა არ მესმის იმ ადამიანების ვინც თუნდაც მისი უფროსისგან იმიტომ რომ ძალიან მაგარი სამსახური შეინარჩუნოს და მაღალი ხელფასი აიღოს თვის ბოლოს შეურაცხყოფას იტანს, 
იტანს გინებას,
ლანძღვას,
დამცირებას,
ვერ ვუგებ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ და სინამდვილეში არაფერია......
ან ნაგავში ბრილიანტივით ბჟღვიალებს....
ან მართლაც კარგი პროფესიონალებია, მაგრამ ზუსტად ამიტომ ~ავარდნილი~ აქვთ თავში.


დღეს ჩემი მეგობრისგან მივიღე მაილი, 
ეს პატარა პოსტიც მაგიტომ დავწერე ....

ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ კარგი უფროსები მყავს:)
ოღონდ მართლა! 


пятница, 18 сентября 2009 г.

უპასუხო წერილი




მე და ჯონი სემინარზე
მემგონი არც ერთ ჩემს ნაცნობს არ გაუკვირდება რომ ადნაკლასიკებში იშვიათად ვანათებ და მაშინაც მხოლოდ მოწერილებს ვკითხულობ (იშვიათად ვინმეს ვუპასუხო) თუმცა ჩეთვის ეს საიტი ერთ–ერთი საინფორმაციო წყაროა:) ახლო–მეგობრების დაბადების დღეებს ხომ მახსენებს და მახსენებს, ისედაც თუ ვინმეს მანდ  ვყავარ დამატებული და იცის რომ შესაძლოა რაღაც ინფო მაინტერესებდეს მწერს ხოლმე:)
ამიტომაც თითქმის ყოველდღე ვამოწმებ, 5–10 წუთით და ზოგჯერ ვპასუხობ კიდეც მეგობრებს...
ამ ზაფხულში,  ერთმა ქუთაისელმა ჟურნალისტმა, ჯონი კუბლაშვილმა დამიმატა თავის მეგობრებში...მკითხა პირად ცხოვრებაზეც და სამსახურზეც, თავისი ამბებიც  მომიყვა, ვიღაცეებზე წყენაც გამანდო, გულსიტიკვილიც და ბოლოს მითხრა რომ ბათუმში მის ძმასთან აპირებდა ჩამოსვლას და მნახავდა...ამაზეც შევთახმდით..
სიკვდილამდე სამი–ოთხი დღით ადრე მომწერა; ~ნათ როგორ ხარ, რა ხდება შენსკენო~_მოწერილი წავიკითხე, მაგრამ პასუხის გასაცემად არ მეცალა და ხშირად როგორც სხვები, ისიც უპასუხოდა დავტოვე...
იმ ტელეკომპანიაში სადაც ჯონი მუშაობდა, სულ სამ ჟურნალისტს  ვიცნობდი, მათ შორის ჯონისთან რამდენიმე დღე სემინარზე გამიტარებია და შესაბამისად უფრო კარგად ვიცნობდი...
დილით როცა media.ge-ზე წავიკითხე ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტები დაიღუპაო, მაშინვე ჯონი გამახსენდა და ფაილი ვერ გავხსენი, წამეკითხა ვინ დაიღუპა და რატომ .....მისი ტელეფონის ნომერი ავკრიფე და არ ირეკებოდა....მერე რამდენიმე საიტზე მისი უბედური სიკვდილის ამბავი წავიკითხე:(:(:(:(:(:(:(
ძალიან საყვარელი იყო, რაღაც უამზროდ მხიარული, ყურადღებიანი, რაღაცეების კეტება უნდოდა მაგრამ:( არ დასცალდა.......
ბოლოს რომ მელაპარაკა მითხრა დავიღალე უაზროობითო......
რას გულისხმობდა არ ვიცი.........მე ისევ არ მეცალა და ვერ ჩავეკითხე, სმაილი გავუგზავნე და დავემშვიდობე:(:(:(:(:(:(
მას შემდეგ რამდენჯერმე გამახსენდა ჯონი... მუდმივად ვადანაშაულებ საკუთარ თავს იმიტომ რომ მისი ბოლო მოწერილი უპასუხოდ  დავტოვე:(:(:(:(
დღეს ჯონი  29 წლის გახდებოდა; ესეც ამ საიტმა შემახსენა:(
ჩვენმა საერთო მეგობარმა,  კი მითხრა ინტერნეტში დარეგისტრირების დროს 2 წელს იკლებდა და სინამდვილეში 31 წლის ხდებოდაო...
ღამით რესტორნიდან ბრუნდებოდა თანამშრომლებთან ერთად, ექვსი იჯდა მანქანაში, აქედან ოთხი დაიღუპა, მათ შოროს იყო ჯონი.....
დაბადების დღეს  გილოცავ  ჯონ.....


понедельник, 14 сентября 2009 г.

პირველკლასელობა








მოკლედ დღეს სასწავლო პროცესში ვარ ჩართული დილიანად...სკოლებში სწავლა დაიწყო...სახლის წინ, სადაც ვცხოვრობ ორი სკოლაა, ერთი კერძო და ერთიც საჯარო. ხმაური თუ ჟრიამული ადრიანად მესმოდა ჯერ კიდევ ლოგინში. ისე, საერთოდ მთელი წლის განმავლობაში დილით ცხრის ნახევრიდან იწყება საცობი ჩემი ჭიშკრის წინ განსაკუთრებით წვიმაში.
თათბირზე შევთანხმდით რომ გაზეთის ამ ნომერში ერთი გვერდი სასწავლო წლის დაწყებისთვის დაგვეთმო და ამისთვის ფოტოების გადაღება ასე ვთქვათ მე ვითავე:) (ეს იმიტომ რომ ჩემი კოლეგა რომელიც საერთოდ განათლების გვერდზე მუშაობს შვებულბაშია და თან ძალიან მიყვარს ფოტოგრაფობაც)  

კარგა ხანია პირველკლასელების პირველი დღე არ მენახა და დარწმუნებული ვიყავი რაღაც შეცვლილი დამხვდებოდა, უფრო ორიგინალურს და დახვეწილს ვნახავდი ამ ყველფერს ვიდრე ეს ჩემს დროს იყო. კაცმა რომ თქვას ადამისა და კოკოს დროში არც მე დამიმთავრებია სკოლა, მაგრამ კარგად მახსოვს როგორ მაიძულებდნენ ასობით ადამიანის წინ გამოვსულიყავი და მეთქვა ლექსი კიბეებზე, სკოლის შენობის წინ, რომელიც სინამდვილეში მართლა ვიცოდი, მაგრამ იმოდენი ხალხის წინაშე, დარწმუნებული ვარ დღესაც გამიჭირდება გამოსვლა. ტირილით არ მიტირია, მაგრამ მეგონა რომ ეს ყველაფერი საუკუნეს გაგრძელდებოდა და მგონი პირველ დღესვე შემზიზღდა ის სკოლა ამიტომაც. მაშინ როცა მოუთმენლად ველოდებოდი ბაღის დამთავრებას და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩემს ცხოვრებაში–სკოლას.
დღეს მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ შეცვლილა, პირიქით ახლა უფრო მტანჯველად მომეჩვენა ეს ყველაფერი, აი რა სურათი ვნახე დღეს ერთ–ერთ საჯარო სკოლაში: სკოლის შესასვლელში ერთი ქალბატონი, რომელიც სავარაუდოთ სკოლაში ორგანიზატორი იყო ბავშვებს სიმაღლის და მიხედვით ალაგებდა: ~გოგო–ბიჭი; გოგო–ბიჭი; მშობლები უკან. ყვავილები ლამაზად დაიჭირეთ ხელში ბავშვებო. გაიმართეთ; თქვენ რომელკლასელები ხართ? მეხუთე ზემოთ მეორეზე ადით, სასწრაფოდ, მე–11 კლასი მარჯვნივ დერეფნის ბოლოს, ჩქარა ქუჩაში ნუ დგახართ ბიჭებო შემოდით~ და ამ წყობასა და ეიფორიაში პირველკლასები ელოდებოდენ პირველ მასწავლებელს, დერეფანში შემოსულებს კი სხვადასხვა საკლასო ოთახებში ისტუმრებდა. ეს ყველაფერი კი სკოლის დერეფანში, შესასვლელ კარების წინ ხდებოდა; რამდენიმე წუთი ამ ყველაფერს ვუყურე, იქვე რამდენიმე ფოტო გადავიღე და წამოვედი... ჯერ კიდევ არ იყო ცხრა საათი. 
პირველი ზარის დარეკვას თითქმის 20 წუთი აკლდა, კიდევ ერთ საჯარო სკოლას, ფოტოების გადასაღებად რომ შევუარე. აქ სანახაობა უფრო შთამბეჭდავი იყო: უკვე წვიმდა, მაგრამ არა ისე კოკისპირულად ბათუმმა რომ იცის. სკოლის ეზოში ოცამდე მშობელი და მოსწავლე შეკრებილიყო; იქვე იყო დირექტორი და ორი თუ სამი მასწავლებელი; ჩართული პატარა მაგნიტოფონი, ხელში ეჭირა მასწავლებელს და კასეტაზე ჩაწერილი ფონოგრამა შრიალებდა, სიმღერას კი ზაფხულსა და ყავავილების მოსვლაზე მესამე კლასელები პირველკლასელების საპატივცემულოდ მღეროდნენ (ამავე სკოლის პედაგოგმა ამიხსნა ვინ ვინ იყო)
 სკოლის შესასვლელში, თითქმის ყველა პირველკლასელს მათზე გრძელი თაიგული ეჭირა ხელში და რამდენი მათგანი ისე აკვარკვარებდა ცრემლებს ახლა ვხვდები რომ საცოდაობისგან ფოტოს გადაღებაც ვერ მოვიფიქრე ფოტოებისთვის მისულმა...
გაწვიმდა, კიბეებიდან დერეფანში გადმოინაცვლენ...ამასობაში პირველი ზარიც დაირეკა...


p.s  ჩემი პირველი კლასის ფოტოსაც აუცილებლად დავდებ, მოგვიანებით: )