четверг, 31 декабря 2009 г.

ახალი წლის ღამე










ხოო, კონცერტზე ფოტოების გადასაღებად წავედი, ანუ უნდა მემუშავა წესით ჯერ არ ნახულ და გრანდიოზულ საახალწლო შოუზე., გულზე აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებული აკრედიტაციის კარტაც ჩამოვიკიდე და ფოტოაპარატი და ჩამწერიც თან გავიყოლე:) :) მაგრამ, ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის მიერ მოცემული აკრედიტაციით, კონცერტის მონაწილეებისთვის ფოტოს გადაღების უფლება არ მომცეს. ამის უფლება როგორც პრეზიდენტის დაცვამ მითხრა მხოლოდ იმედის ჟურნალისტებს ჰქონდათ...ჩავთვალე რომ ექსკლუზივი იყო მათი და...ნუ მაინც დავრეკე აჭარის მთავრობის პრესსამსახურთან. როგორც თეა ქარდავამ მითხრა ჟურნალისტების მუშაობას ანუ ფოტოს, ვიდეოს გადაღებას აჭარის მთავრობა არ წყვეტს...მაგრამ ვერ გავიგე ერთი რამ, მაშინ ღია ცის ქვეშ რად მინდოდა აკრედიტაცია

კონცერტი ხომ ისედაც უფასო იყო:) ნუ ვიცი? არ ვიცი, ვერაფერი გავიგეეე. სინამდვილეში იმედის, რუსთავი2–ის, აჭარისა და მზის ოპერატორები ჟურნალისტებთან ერთად მუშაობდნენ, იქ სადაც მე არ შემიშვეს და ფოტოს გადაღების უფლება არ მომცეს. ცუდია, პრეზიდენტს პრესა არ უყვარს, გაზეთს არ კითხულობს... დაცვის თანამშრომლები კი... რა ქნას, შემსრულებლებმა-მეცოდებიან...
ქვეყანაც მეცოდება,
ხალხიც
საკუთარი თავიც, ამ ყველაფრის შემხედვარე :)
ახალი წელი არა ის კიდევ :)

იმ ფოტოებს მაინც დავდებ რაც გადავიღე:)

ახლა საათის 05;58 წუთს აჩვენებს ჩემი კომპიუტერი. სამსახურში ვარ, მაგრამ არ ვმუშაობ :)
უბრალოდ მინდოდა, მიხაროდა და მაგიტომაც ვარ:)
24 წლის განმავლობაში პირველი წელია, როცა 31 დეკემბერს სახლში არ ვარ. როდესმე ხომ უნდა დამეშვა ეს გამონაკლისი...
ნანა ზის ჩემგან მესამე მაგიდაზე, უფ რას უწკაპუნებს კლავიშეებს:) სამშაბათი მგონია:)
არსად ვჩქარობთ, ჯერ ადრეა

მაინც მახსენდება ეს ~გრანდიოზული და ჯერარნახული~ კონცერტი ბათუმში და ფორმიანი პოლიციელები და მთავრობის დაცვის თანამშრომლები, როგორ აფეთქებდნენ იმ ოხრობა ~ საფექებლებს~, საქმიანად და ისე, რომ წარმოდგენა დამრჩა რომ თითქოს რიგით სამუშაოს ასრულებდნენ... მე ისე მეშინია ხმაურის, ვცდილობ არე–მარეს გავშორებდე.
რავიცი აბა, არ მიყვარს ახალი წელი და ფაქტი ესაა...რაღაცნაირია

ნამდვილად კარგი იყო ჩვენი ~ბათუმელების~ კარნავალი :) უფ უფ:)
წავედი მეძინება......